თბილისში გაიმართა შეხვედრა თემაზე „ეთნიკური მრავალფეროვნება საქართველოში: ისტორიული და თანამედროვე რაკურსი“
თბილისში გაიმართა შეხვედრა თემაზე „ეთნიკური მრავალფეროვნება საქართველოში: ისტორიული და თანამედროვე რაკურსი“

თბილისში შეხვედრა თემაზე გაიმართა „ეთნიკური მრავალფეროვნება საქართველოში: ისტორიული და თანამედროვე რაკურსი“, რომელიც ეთნოსთაშორის ურთიერთობებსა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებს მიეძღვნა.

ღონისძიების ორგანიზატორთა ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველმა სტუდენტებმა, ასევე 1+4 პროგრამის სომეხმა, აზერბაიჯანელმა და სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებმა.

მონაწილეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ეთნიკური უმცირესობების ისტორიის, კულტურის, ტრადიციებისა და თანამედროვე ყოფის შესახებ.

ორგანიზატორთა ინფორმაციით, ღონისძიება გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციის, „ახალი თაობა პროგრესისთვის“ მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში, რომელიც ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდების სამოქალაქო ინტეგრაციისა და განათლების დონის ამაღლებას.