თბილისში ფლამენკოს შოუ „ოთხი ქალი“ გაიმართება. შოუს, რომელსაც რამირესის ბალეტი ასრულებს, 24 ნოემბერს, მულტიფუნქციური სივრცე „რესპუბლიკა“ უმასპინძლებს.
ფლამენკოს ოთხი მოცეკვავე ქალის მეშვეობით, მანუელ რამირესი შოუს სტუმარს 1889 წლიდან დღემდე ესპანელი ქალის ცხოვრებაში მოგზაურობას სთავაზობს.
მანუელ რამირესი არის სოლისტი, ქორეოგრაფი და მისივე სახელობის ფლამენკოს ცეკვის სამხატვრო ხელმძღვანელი.
ფლამენკო ტრადიციული ესპანური მუსიკისა და ცეკვის ჟანრია, რომელიც ესპანურ, ბოშურ და არაბულ ფოლკლორის ელემენტებს შეიცავს.
ფლამენკო იუნესკო-ს მიერ აღიარებულია, როგორც კაცობრიობის არამატერიალური და ზეპირი მემკვიდრეობის ერთერთი შედევრი.