თბილისში ფეხით მოსიარულე მოზარდს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა
თბილისში ფეხით მოსიარულე მოზარდს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა

თბილისში, თავისუფლების მოედანზე ფეხით მოსიარულე მოზარდს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

როგორც 1tv.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად მოზარდი დაშავდა.

უწყების ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.