თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება [ფოტო]

02:11, 08.09.2025

თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.

ადგილზე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები.

ცეცხლი სამშენებლო მასალების გაყიდვების ოფისსა და სასაწყობე ფართებზეა გავრცელებული. არსებული ინფორმაციით, საწყობში მეტალოპლასტმასის მასალები იყო განთავსებული.

ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველებიც.

მსგავსი