თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა [ვიდეო]

თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.

მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.