თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე სკვერი მოეწყო
თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე სკვერი მოეწყო

საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელის ქუჩა №12-ში სამზონიანი სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დასრულებული სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ და საბურთალოს მეექვსე ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვატო შაქარიშვილმა დაათვალიერეს.

სკვერში საბავშვო გასართობი მოედნები მოეწყო, სადაც სხვადასხვა ატრაქციონი დამონტაჟდა. ასევე, მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

მერიის ცნობით, სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ჯეო პარკმა“ განახორციელა.