თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე მამაკაცის დაჭრის საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი
თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე მამაკაცის დაჭრის საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი

თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე მამაკაცის დაჭრის საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

როგორც პირველ არხს თვითმხილველებმა განუცხადეს, მხოლოდ ერთი გასროლის ხმა გაიგეს. მათივე ცნობით, 45 წლამდე მამაკაცს საფანტი აქვს მოხვედრილი და ჭრილობები ყელისა და მკერდის არეში ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაჭრილია 45 წლამდე მამაკაცი.

უწყების ცნობით, მამაკაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

უწყების ცნობით, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.