თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე ავტომობილი დაიწვა

23:50, 20.04.2019

თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე ხანძარია.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე ავტომობილი დაიწვა.

როგორც 112-ში აცხადებენ, არსებობდა საშიშროება რომ ცეცხლი სხვა ავტომობილებსა და ხეებს გადასდებოდა, თუმცა სახანძრო ბრიგადამ ცეცხლის დროულად ლიკვიდაცია მოახერხა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

მსგავსი