თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე ავტომანქანა სკვერში შევარდა, დაშავდა ერთი მოქალაქე
თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე ავტომანქანა სკვერში შევარდა, დაშავდა ერთი მოქალაქე

​თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, „მერსედესის“ მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და სკვერში მყოფ გოგოს დაეჯახა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა რეგიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ადგილზე პოლიცია არის მობილიზებული.