თბილისში ევროპელი გამომცემლები, საავტორო უფლებების მენეჯერები და ლიტერატურის აგენტები იმყოფებიან
თბილისში ევროპელი გამომცემლები, საავტორო უფლებების მენეჯერები და ლიტერატურის აგენტები იმყოფებიან

თბილისს წამყვანი ევროპული ქვეყნების გამომცემლები, საავტორო უფლებების მენეჯერები და ლიტერატურის აგენტები სტუმრობენ. გერმანელი, ფრანგი, ბრიტანელი, იტალიელი, ჰოლანდიელი, პოლონელი და თურქი გამომცემლები ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებულ რიგით მერვე ლიტერატურულ ფორულ-დიალოგს ესწრებიან და ქართულ ლიტერატურაში მიმდინარე პროცესებს გაეცნობიან.

ვიზიტი 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

ოთხი დღის განმავლობაში 15-მდე მსხვილი და მნიშვნელოვანი უცხოური გამომცემლობის წარმომადგენლები და ქართველი მწერლები ქართულ ლიტერატურაში მიმდინარე პროცესებზე იმსჯელებენ.

შეხვედრების ფარგლებში ქართული ნაწარმოებების საავტორო უფლებები უცხო ქვეყნებში გაიყიდება და ნაწარმოებები უცხოურ ენებზე გამოიცემა.