თბილისში ეუთო-ს მედიაკონფერენცია იმართება
თბილისში ეუთო-ს მედიაკონფერენცია იმართება

თბილისში ეუთო-ს მედიაკონფერენცია იმართება. ღონისძიების მთავარი მიზანი რეგიონში მედიის თავისუფლების გაძლიერებაა.

ეუთო-ს მიერ ორგანიზებული სამხრეთ კავკასიის რიგით მე-16 მედიაკონფერენციაში მონაწილეობენ მედიის სფეროს, მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელები და საერთაშორისო ექსპერტები.

განსახილველ საკითხთა შორისაა რეგიონში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებული მოვლენები და ცვალებადი ციფრული მედიაგარემო.

კონფერენცია გახსნეს მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელმა, ჰარლემ დეზირმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა.