თბილისში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა – დაშავებულია ორი ადამიანი

22:40, 24.02.2018

თბილისში, ფარნავაზ მეფის გამზირზე სამი ავტომობილის შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც უწყების პრესსამსახურში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.

მსგავსი