თბილისში ერთ თვეში კუსტარულად დამონტაჟებული 2381 გაზის დანადგარი ჩაიხსნა
თბილისში ერთ თვეში კუსტარულად დამონტაჟებული 2381 გაზის დანადგარი ჩაიხსნა

თბილისში ერთ თვეში კუსტარულად დამონტაჟებული 2381 გაზის დანადგარი ჩაიხსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი” ავრცელებს.

„მიმდინარე წლის იანვარში, თბილისის სხვადასხვა უბანში კომპანიის სპეციალისტებმა 2381 კუსტარულად და თვითნებურად დამონტაჟებული გაზის გამათბობელი და წყლის გამაცხელებელი ჩაჭრეს. თითოეული მათგანი პირდაპირ საშიშროებას უქმნიდა ოჯახსა და კორპუსის მცხოვრებლებს. დანადგარების უმრავლესობა მოქალაქეების ბინებში გაზის ქსელიდან განმეორებით ჩაიჭრა“, – აღნიშნულია „ყაზტრანსგაზ-თბილისის” ინფორმაციაში.

მონაცემები უბნების მიხედვით:

1. ჩუღურეთი ნაძალადევი – 750 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი

2. სამგორი – 571 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი.

3. გლდანი-სანზონა-თემქა – 302 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი.

4. დიღომი-დიდუბე – 205 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი.

5. ვაკე-წყნეთი – 57 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი.

6. ისანი-ვაზისუბანი – 229 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი.

7. მთაწმინდა-კრწანისი – 105 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი.

8. ნუცუბიძე – 97 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი.

9. საბურთალო – 65 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი.

„კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მოგიწოდებთ, ნუ მოიხმართ აკრძალული ღიაკამერიან წყლის გამაცხელებლებსა და გაზის გამათბობლებს, რადგან ამით საფრთხეს უქმნით საკუთარ სიცოცხლეს, ოჯახსა და კორპუსში მცხოვრებ თქვენს მეზობლებს“, – აღნიშნულია კომპანიის ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი