თბილისში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია
თბილისში, ვაზისუბანში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ხანძარია.
როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის პროცესი.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
ამ დროისთვის დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.