თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ნოდარ ახალკაცის სახელი მიენიჭა
თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ნოდარ ახალკაცის სახელი მიენიჭა

თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, საფეხბურთო კლუბ თბილისის „დინამოს“ მწვრთნელის, ნოდარ ახალკაცის სახელი მიენიჭა. ქუჩა დიღმის მასივში, საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ საწვრთნელ ბაზასთან მდებარეობს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ქუჩის გახსნას ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი.

„ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლურია, რომ სწორედ ამ ქუჩაზე მოხდა ბატონი ნოდარის, ამ ლეგენდარული ადამიანის ქუჩის სახელდება. მოგეხსენებათ, წელს მისი 80 წლის იუბილეა და ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რომელიც ბატონი ნოდარის ხსოვნასთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ქუჩის გახსნას ასევე ესწრებოდნენ ფეხბურთელის ოჯახის წევრები და ცნობილი სპორტსმენები.

 

დატოვე კომენტარი