თბილისში, ეროსი მანჯგალაძის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
თბილისში, ეროსი მანჯგალაძის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ეროსი მანჯგალაძის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ეროსი მანჯგალაძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა, რომელიც გვერდით მდებარე რამდენიმე სახლის სახურავზეც გავრცელდა.

წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 300-400 კვ.მ. ფართობი. ადგილზე 15 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ნაძალადევის გამგებლის მოადგილე ბეჟან ხუციშვილი აცხადებს, რომ ყველა დაზარალებულის საქმეს შეისწავლიან და თუ საჭირო გახდება, მათ ქირით გაიყვანენ.