თბილისში, ერეკლე მეორის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია
თბილისში, ერეკლე მეორის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია

თბილისში, ერეკლე მეორის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ოთარ კერესელიძემ განუცხადა, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, დამწვარია 200 კვადრატულ მეტრამდე ფართობი.

„კოტე აფხაზის ქუჩის მიმდებარედ, ერეკლე მეორის #11-ში, კაფე „ბლუმში“ მოხდა ხანძარი. ადგილზე ოპერატიულად იქნა მობილიზებული სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. იყო ხანძრის გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების ოპერატიული მუშაობის შედეგად, მოხდა ხანძრის დროული ლოკალიზება. დამწვარია 200 კვადრატამდე, შენობაში არსებული ფართობი. ხანძარი ამ დროისთვის არის ლოკალიზებული და მიმდინარებოს სალიკვიდაციო სამუშაოები. დაშავებული არავინ არის. თვითონ კაფის თანამშრომლები გამოსულები იყვნენ შენობიდან მეხანძრე მაშველების მოსვლამდე. ამ დროისთვის გავრცელების საფრთხე არ არის“, – აღნიშნა ოთარ კერესელიძემ.

მისივე ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო რვა სახანძრო ავტოცისტერნა და ერთი სამაშველო ჯგუფი.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.