თბილისში „ელჩების კონფერენცია 2018“ გრძელდება
თბილისში „ელჩების კონფერენცია 2018“ გრძელდება

თბილისში „ელჩების კონფერენცია 2018“ გრძელდება. ქართული დიპლომატიური მისიებისა და საკონსულოების ხელმძღვანელები გამოწვევებზე ისაუბრებენ და სამომავლო გეგმებს დასახავენ.

ელჩები ქვეყნების მიხედვით კონკრეტულ დავალებებსაც მიიღებენ, თუმცა ყველასთვის საერთო გზავნილი და პრიორიტეტი იქნება, საქართველოს საკითხი მუდმივად იყოს საერთაშორისო დღის წესრიგში.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოდან გაგზავნილი ელჩები ხელისუფლების პირველ პირებთან ერთად საგარეო პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე მსჯელობენ. ამბასადორიალის დღევანდელ შეხვედრაზე ქართული მხარე უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსაც გააფორმებს.

„ელჩების კონფერენცია 2018“ საგარეო საქმეთა მინისტრის შემაჯამებელი პრესკონფერენციით 21 დეკემბერს დასრულდება.

თბილისში ელჩების კონფერენცია 18 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გახსნა.