თბილისში ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ პრობლემები შექმნა [ფოტო, ვიდეო]

თბილისში ძლიერი წვიმა და სეტყვაა. როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მათთან გამოძახება სანზონიდან, გლდანიდან და დიღმიდან შევიდა.

უწყების ცნობით, ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ძირითადად დატბორა ეზოები, სადარბაზოები, სარდაფები და დააზიანა საცხოვრებელი კორპუსების სახურავები.