თბილისში ძლიერმა ქარმა ხე წააქცია
თბილისში ძლიერმა ქარმა ხე წააქცია

თბილისში, ლილოს დასახლებაში, ძლიერი ქარის გამო, ხე წაიქცა. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.

როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ხის წაქცევის შედეგად არავინ დაშავებულა.

უწყების ინფორმაციით, ადგილზე სამაშველო სამსახურის ჯგუფი იყო მობილიზებული.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში, ძლიერ ქართან დაკავშირებით, სხვა შეტყობინება, ამ დროისთვის, არ შესულა.