თბილისში ძარცვის მცდელობის ბრალდებით პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს
თბილისში ძარცვის მცდელობის ბრალდებით პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1993 წელს დაბადებული დ.კ. ძარცვის მცდელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დ.კ.-მ ქალბატონს ხელჩანთა გასტაცა, სადაც 710 ლარი და პირადი ნივთები იყო და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა.

პატრულ-ინსპექტორებმა დ.კ. შემთხვევის ადგილიდან ახლოს, რამდენიმე წუთში დააკავეს. პოლიციამ ფული და პირადი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება ძარცვის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 19-178-ე მუხლის პირველი ნაწილით“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.