თბილისში ძაღლის მიერ დაკბენილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

14:04, 18.07.2020

თბილისში ძაღლის მიერ დაკბენილი 67 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.

კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ამ ეტაპზე პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„მდგომარეობა არის მძიმე. ქალბატონი იმყოფება მართვით სუნთქვაზე. ჰემოდინამიკა სტაბილური გახდა უტარდება ყველა ის ღონისძიება, რაც პროტოკოლით არის მოწოდებული. ჯერ იმყოფება დაცვითი ნარკოზის ქვეშ. ამ ეტაპზე ჭრილობები გაკერილია. რეკონსტრუქციული ოპერაცია ჩატარებულია. მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა რატიანმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, თუმცა მუხლს არ აკონკრეტებენ. შემთხვევა წინამძღვრიშვილის ქუჩაზე გუშინწინ მოხდა.

მსგავსი