თბილისში, დიდუბის ხიდთან ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა
თბილისში, დიდუბის ხიდთან ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

დიდუბის ხიდთან ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სამართალდამრღვევი მძღოლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით დაჯარიმდება.