თბილისში, დიდუბეში CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა

13:32, 24.12.2021

თბილისში, დიდუბეში CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად, ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

კომპანია მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„გაზის გაუმართავი გამათბობლის გამო გამთენიისას 22 წლის გოგო გარდაიცვალა.

იყავით ძალიან ფრთხილად. არ დატოვოთ უყურადღებოდ გაზის დანადგარები!“ – აცხადებენ კომპანიაში.

მსგავსი