თბილისში, დიდ დიღომში აფეთქება მოხდა

20:44, 16.01.2019

თბილისში, დიდ დიღომში აფეთქება მოხდა.

არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ აფეთქება გაზის გაჟონვის გამო ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. ამ ეტაპზე, დეტალური ინფორმაცია არ არის ცნობილი. სავარაუდოდ, შემთხვევისას ორი ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი