თბილისში, დგებუაძისა და უზნაძის ქუჩის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება
თბილისში, დგებუაძისა და უზნაძის ქუჩის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, დაგეგმილი სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიდუბეში, დგებუაძის ქუჩის №1, უზნაძის ქუჩის №80, №82 და №84-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას. გაზმომარაგების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება იმავე დღის 16:00 საათიდან და დასრულდება 18:00 საათზე.

„შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში”, – ნათქვამია “ყაზტრანსგაზ-თბილისის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.