თბილისში დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემის მოსაგვარებლად კახა კალაძე კონკრეტული გეგმის წარდგენას ითხოვს 
თბილისში დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემის მოსაგვარებლად კახა კალაძე კონკრეტული გეგმის წარდგენას ითხოვს 

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემაზე ისაუბრა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მას ჰქონდა საუბარი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან, მამუკა ბახტაძესთან, რომელმაც სრული მხარდაჭერა და თანადგომა გამოთქვა.

მისი თქმით, მერიის მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

„მინდა, შევეხო კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემას, ეს არის დამუთავრებელი შენობა-ნაგებობები, რომლებიც სამწუხაროდ ძალიან ბევრი გვაქვს ქალაქში. მინდა, ჩემს მოადგილეს ილია ელოშვილს დავავალო, რომ უახლოეს დღეებში წარმოადგინოს გეგმა. ცენტრალური ხელისუფლება მზად არის, თანამშრომლობისთვის და თუ საჭირო გახდება კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად. ერთიანი ძალისხმევით ჩვენ მზად ვართ, რომ ეს პრობლემა მოვაგვაროთ. პრობლემა აწუხებს ადგილობრივ მოსახლეობას, რადგან სამწუხაროდ, ყველა რაიონშია ასეთი შენობა-ნაგებობები, რომლებიც ერთი მხრივ, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქალაქის იერსახისთვის და მეორე მხრივ, სერიოზული პრობლემაა იქ მცხოვრები ადამიანებისთვის. ბევრი ადგილია, სადაც უკვე მშენებლობა დაწყებული იყო, საძირკველი ამოღებულია, რამდენიმე სართული აშენებულია და გაჩერებულია წლების განმავლობაში, რომელიც ანტისანიტარიის ბუდედ იქცა, ქვეწარმავლები და ათასი უბედურება ხდება იქ. დროულად, რაც შეიძლება სწრაფად წარმოადგინეთ, რა უნდა გაკეთდეს, რათა ეს პრობლემა მოგვარდეს, დავეხმაროთ სამშენებლო კომპანიებს, დეველოპერებს და მოვაგვაროთ ეს პრობლემა მგონია, რომ იქნება მნიშვნელოვანი”, – განაცხადა კახა კალაძემ.