თბილისში დამატებით „ისუზუს“ მარკის 38 და „მანის“ მარკის 16 ავტობუსი იმოძრავებს

11:18, 03.12.2019

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის მოსახლეობას „იზუსუს“ მარკის 8-მეტრიანი და „მანის“ მარკის 10-მეტრიანი დიზელის ძრავზე მომუშავე euro 6 ემისიის სტანდარტის ავტობუსები წარუდგინა.

ავტობუსები მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში იქნა შესყიდული. 220 ერთეული „იზუსუს“​ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები, ისევე როგორც „მანის“​ მარკის ავტობუსები მუშაობს euro 6 ემისიის სტანდარტის დიზელის ძრავზე. რვამეტრიანი ავტობუსები გათვლილია 53 მგზავრზე, აქედან 21 დასაჯდომი ადგილით, ხოლო „მანის“​ მარკის ავტობუსები სულ 82 მგზავრზე და აქედან 27 დასაჯდომი ადგილია. ორივე მარკის ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ-პირთათვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე და აქვს გადმოსაშლელი პანდუსი, ეტლით ავტობუსში ასვლის უზრუნველსაყოფად. ავტობუსში განთავსებულია როგორც WiFi-მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის WiFiსიგნალით დაფარვას, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები. ავტობუსს აქვს ანტივანდალური ვიდეომონიტორინგისა და საინფორმაციო ხმოვანი შეტყობინებების სისტემები და usb-დამტენები.

დედაქალაქმა დამატებით 38 ერთეული „იზუსუს“​ მარკის 8-მეტრიანი და 16 ერთეული „მანის“​ მარკის 10-მეტრიანი ავტობუსი მიიღო.

ავტობუსები ეტაპობრივად ერთი კვირის განმავლობაში შემდეგ მარშრუტზე გადანაწილდებიან. ესენია:

N7 – სოფელი დიღომი – მეტროსადგური „დიდუბე“

N12 – დიდი ლილო – მეტროსადგური „ისანი“

N13 – მეტროსადგურიდელისი“ – უნივერსიტეტის ქუჩა

N19 – ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონი – ზემო ფონიჭალა

N36 – ლოტკინის დასახლება – რკინიგზის გადასასვლელი ხიდი

N48 – ჟღენტის ქუჩა – რკინიგზის გადასასვლელი ხიდი

N54 – დიდი დიღომი, მეოთხე მიკრორაიონი-უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი

N57 – სამგორის ქუჩა – კრწანისის ქუჩა

N65 – დოლიძის ქუჩა -რკინიგზის სადგური

N68 – 9 ძმის ქუჩა – სადგურის მოედანი

N75 – ზღვის უბნის მესამე მიკრორაიონი – მეტროსადგური „სარაჯიშვილი“

N77 – ტუბდისპანსერი – რკინიგზის სადგური

N80 – ორთაჭალის ქუჩა – ბარათაშვილის ქუჩა

N110 – მახათას მთა – რკინიგზის გადასასვლელი ხიდი

N122 – მუჯირიშვილის ქუჩა – სადგურის მოედანი

ხოლო 6 დეკემბერს №37 სამარშრუტო ხაზზე (აეროპორტი – სადგურის მოედანი) „მანის“ მარკის 10-მეტრიანი ახალი ავტობუსები გავლენ. N37-ზე აქამდე მოძრავი „მანის“ მარკის 12-მეტრიანი ავტობუსები დიდი მოცულობის „ბოგდანის“ მარკის ძველ ავტობუსებს ჩაანაცვლებენ მარშრუტებზე:

N15 – დიდი დიღომი, მეოთხე მიკრორაიონი-სადგურის მოედანი.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ 2019 წელს 90 ერთეული 10-მეტრიანი „მანისა“​ და 220 ერთეული 8-მეტრიანი „იზუსუს“​ მარკის ავტობუსი შეიძინა. ოქტომბრის დასაწყისიდან დღემდე შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ავტოპარკი 83 ერთეული „ისუზუს“ მარკის ავტობუსით შეივსო, რომლებიც უკვე 16 მარშრუტს ემსახურება.

მსგავსი