თბილისში, დაკეტილ ბინაში „ყაზტრანსგაზის“ სპეციალისტებმა ღიად დატოვებული გაზის რეზინის მილი აღმოაჩინეს
თბილისში, დაკეტილ ბინაში „ყაზტრანსგაზის“ სპეციალისტებმა ღიად დატოვებული გაზის რეზინის მილი აღმოაჩინეს

თბილისში, წერეთლის გამზირის #7-ში, ერთ-ერთ დაკეტილ ბინაში ბუნებრივმა აირმა გაჟონა.

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, გვიან ღამით კომპანიის ცხელ ხაზზე შევიდა შეტყობინება კორპუსში გაზის სუნის შესახებ. მათივე ინფორმაციით, „ყაზტრანსგაზის“ სპეციალისტებმა სპეციალური ტექნიკური საშუალებებით კორპუსი და საკომუნიკაციო ჭები შეამოწმეს.

როგორც „ყაზტრანსგაზში“ აცხადებენ, ბინაში შესვლისას სპეციალისტებმა ღია მდგომარეობაში დატოვებული გაზის რეზინის მილი აღმოაჩინეს.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ადგილზე გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს და მოსახლეობას მოუწოდებს, გაზგაყვანილობასთან და გაზის დანადგარებთან მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ. ამასთან, მოუწოდებენ, ნუ მოიხმარენ საშიშ და აკრძალულ ღიაკამერიან წყალგამაცხელებლებსა და გაზგამათბობლებს.

დატოვე კომენტარი