თბილისში, დადიანის ქუჩის მიმდებარედ ხანძარია

09:18, 04.03.2019

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, დადიანის ქუჩის მიმდებარედ ხანძარია. ცეცხლი კერძო სახლში გაჩნდა.

ადგილზე სახანძარო-სამაშველო სამსახურის ბრიგადაა მობილიზებული.

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, შესაძლოა, ხანძარი ელექტროგაყვანილობის გაუმართაობას გამოეწვია.

მსგავსი