თბილისში, დადიანის ქუჩაზე ხანძარი იყო
თბილისში, დადიანის ქუჩაზე ხანძარი იყო

თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე ხანძარი იყო.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მე-10 საჯარო სკოლის მიმდებარედ, ოთხსართულიანი ყოფილი სპორტკომპლექსის შენობის გარე პერიმეტრზე ხის ქვეშსაგებები, ასევე შენობის პირველ სართულზე დასაწყობებული სუნამოები და ტანსაცმელი იწვოდა.

„დაშავებული არავინ არის. ხანძარი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მათივე ცნობით, ადგილზე მობილიზებულია შვიდი სახანძრო-სამაშველო მანქანა.

დატოვე კომენტარი