თბილისში, დაბა ზაჰესში ნაძვნარი დაიწვა [ფოტო]
თბილისში, დაბა ზაჰესში ნაძვნარი დაიწვა [ფოტო]

თბილისში, დაბა ზაჰესში ნაძვნარი დაიწვა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი 2000 კვადრატული მეტრის ფართობზე გავრცელდა.

უწყების ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია.

​ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.