თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე ავარიისას მოპედის არასრულწლოვანი მძღოლი დაშავდა

22:09, 10.05.2019

თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე ავტოავარიისას მოპედი „სპრინტერს“ შეეჯახა.

მოპედს არასრულწლოვანი მართავდა, რომელიც შემთხვევის შედეგად დაშავდა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ტრავმები სიცოცხლისთვის საშიში არ არის.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მსგავსი