თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე ინციდენტი მოხდა
თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე ინციდენტი მოხდა

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე რამდენიმე პირს შორის დაპირისპირება მოხდა.

ისინი ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტში სამი ადამიანი ფიგურირებს და ორი მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.