თბილისში ციფრული კავშირის საერთაშორისო სამიტი მიმდინარეობს
თბილისში ციფრული კავშირის საერთაშორისო სამიტი მიმდინარეობს

სამიტზე განიხილება რეგიონის შიგნით და რეგიონთაშორისი თანამშრომლობის გაღრმავება ციფრული კავშირების განვითარების მიმართულებით, ასევე ყურადღება გამახვილდება სამხრეთ კავკასიის რეგიონზე, როგორც ევროპასა და აზიას შორის რეგიონთაშორისი ციფრული კავშირის ქსელების განვითარების მთავარი ჰაბისა და ამ მხრივ არსებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე. სამიტში ევროპის, ცენტრალური აზიის, ჩინეთისა და კავკასიის რეგიონის ქვეყნები იღებენ მონაწილეობას.

ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კომუნიკაციების კომისიისა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით ტარდება.

როგორც მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა განაცხადა, დღევანდელი ღონისძიება მნიშვნელოვანია რეგიონთაშორისი კავშირებისთვის.

„ეს ღონისძიება მიგვაჩნია მნიშვნელოვნად, როგორც რეგიონისთვის, ისე ქვეყნისთვის, რადგან ვისაუბრეთ საერთაშორისო დაკავშირებადობაზე. საერთაშორისო დაკავშირებადობა მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარებისთვის რეგიონსა და ქვეყანაში. ეს მნიშვნელოვანია ინფორმაციის გაცვლისთვის, ერთი მხრივ ევროპასა და მეორე მხრივ აფრიკას, აზიასა და ასევე ახლო აღმოსავლეთს შორის. ეს ასევე ხელს უწყობს სამუშაო ადგილების და სერვისების შექმნას ამ რეგიონში. ასე რომ ეს ყველაფერი საჭიროებს ჩარევას, როგორც რესპუბლიკისგან, ისე კერძო სექტორიდან. ვიმედოვნებთ, რომ ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს, რომ ხალხი ორივე მხრიდან, ყველა რეგიონიდან დაიწყებენ ერთად მუშაობას, რათა გააუმჯობესონ დაკავშირებადობა“, – განაცხადა მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა.

სამიტი თბილისის დეკლარაციის მიღებით დასრულდება.