თბილისში, ჭონქაძის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა
თბილისში, ჭონქაძის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა

თბილისში, ჭონქაძის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდა.

მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ ჭონქაძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის განახლებასთან დაკავშირებული სამუშაოებია. პროექტის ფარგლებში სრულად იცვლება 1 კმ სიგრძის წყალსადენის და წყალარინების მაგისტრალური ქსელი.

ჭონქაძის ქუჩის N10-დან N14-ის ჩათვლით ინტენსიური სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს იწყება და თებერვლის ბოლოს დასრულდება. სამუშაოების მიმდინარეობისას ჭონქაძის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდა. ტრანსპორტით მოძრაობა შესაძლებელი იქნება გერგეთის, ინგოროყვას და ჩიტაძის ქუჩებით.

ჭონქაძის ქუჩაზე, წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მთაწმინდის რაიონის გამგეობა ასფალტის ახალ საფარს დააგებს.