თბილისში ჩილელი ხელოვანი და ქართველი არტისტები ერთობლივ პერფორმანსს „სხვები“  წარმოადგენენ
თბილისში ჩილელი ხელოვანი და ქართველი არტისტები ერთობლივ პერფორმანსს „სხვები“  წარმოადგენენ

თანამედროვე ხელოვნების ცენტრი-თბილისი ჩილელი ხელოვანის, ვერონიკა ტრონკოსოსა და ქართველი არტისტების კოლაბორაციას უმასპინძლებს.

პერფორმანსი სახელწოდებით „სხვები“  შავშვების ლტოლვილთა სოფელსა და თბილისში მცხოვრები სხვადასხვა ადამიანების ინტერვიუებზე იქნება აგებული.

თანამედროვე ხელოვნების ცენტრმა-თბილისი კაუნასის ბიენალესთან (Kaunas Biennial) ერთად, 2017 წელს მიიღო შემოქმედებითი ევროპის (Creative Europe) ოთხწლიანი გრანტი.

გრანტი გულისხმობს გაცვლით პროგრამას ახალგაზრდა ხელოვანებისთვის სხვადასხვა ქვეყებნიდან. ესენია: იტალია, საფრანგეთი, პოლონეთი, ლატვია, ჩეხეთი, რუმინეთი, ირლანდია, პორტუგალია, ხორვატია, ისრაელი, გერმანია, ლიტვა და საქართველო.

პროექტის ძირითადი იდეა მოგზაურობა და მოგზაურობით მიღებულ გამოცდილებაა, რაც  სხვადასხვა კულტურისა და ტრადიციების, ასევე, მოსახლეობის გაცნობის უნიკალურ საშუალებას იძლევა. პერფორმანსი სწორედ ამ პროექტის ფარგლებში იმართება.