ჭიათურა-თბილისის სამგზავრო მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა
ჭიათურა-თბილისის სამგზავრო მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

თბილისში, სანაპიროზე მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ჭიათურა-თბილისის სამგზავრო მიკროავტობუსს გაჩნდა.

მათივე ინფორმაციით, ცეცხლი ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სამაშველო სამსახურის ბრიგადები.