თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე გაზსადენების რეაბილიტაციის გამო ვაკის რაიონის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე გაზსადენების რეაბილიტაციის გამო ვაკის რაიონის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე გაზსადენების რეაბილიტაციის გამო ვაკის რაიონის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება.

როგორც კომპანია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი,  დედაქალაქის მასშტაბით მიწისზედა და მიწისქვეშა გაზსადენების რეაბილიტაცია გრძელდება. მათივე ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში ვაკის რაიონში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე ამ ეტაპზე მიმდინარე, ორი კილომეტრის გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება.

„აღნიშნული გაზსადენი ძლიერ ამორტიზებული იყო და ათწლეულების მანძილზე, მისი გაყვანის დღიდან მასზე სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა. 250 მილიმეტრიანი გაზსადენი სრულად შეიცვალა ახალი, თანამედროვე პოლიეთილენის 350 მილიმეტრიანი მილით.

შედეგად, 11 სექტემბრის 08:00 საათიდან 12 სექტემბრის 10:00 საათამდე, გაზმომარაგება შეუწყდება ვაკის რაიონის ნაწილს. გაზმომარაგება შეუწყდება ნინო რამიშვილის ქუჩა 2 (ჭავჭავაძის I შეს. 2), 12, 14, 14ა, 15, 15ა, 16, 17, 17ა, 19, 20, 22, 21, 21ა, 27, 27/29, 30, 42, 44, 46, 48/2, 42, 44, 46, 48/2, თაქთაქიშვილის ქუჩა 2, 4, 6, ფალიაშვილის ქუჩა 25, 27/29, 39, 39ა, 39ბ, 41-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ასევე ილია ჭავჭავაძის გამზირის 25-ში მდებარე დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტს, ილია ჭავჭავაძის გამზირ 14-ში ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის IV კორპუსსა და აღნიშნულ კორპუსებში განთავსებულ მცირე კომერციულ ობიექტებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზმომარაგების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება ხუთშაბათს, 12 სექტემბრის 10:00 საათიდან და დასრულდება დღის ბოლომდე.

კომპანიაში აცხადებენ, რომ „თბილისი ენერჯის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი თბილისის გაზმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია და დედაქალაქის უსაფრთხო გაზმომარაგებაა.

„კომპანია ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო. აღნიშნული სამუშაოები უმნიშვნელოვანესია რაიონის უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგებისთვის. „თბილისი ენერჯი“ – უსაფრთხო ენერგია თქვენი სახლისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი