თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ფეხით მოსიარულე დაშავდა

22:21, 07.03.2019

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე. მსუბუქი ავტომობილი ფეხით მოსიარულე ქალს დაეჯახა.

დაშავებული ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

მსგავსი