თბილისში ჩაის ფესტივალი გაიმართება
თბილისში ჩაის ფესტივალი გაიმართება

მთაწმინდის პარკში, 21 აპრილს ჩაის ფესტივალი გაიმართება.

 

ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ნუგბარის დეგუსტაცია, წამყვანი ქართული და საერთაშორისო ჩაის მწარმოებელი კომპანიების პროდუქტების პრეზენტაცია. მთელი დღის განმავლობაში გაიმართება კონცერტები.

თბილისი ჩაის ფესტივალის ჩატარების მიზანს ადგილობრივი წარმოების პროდუქტების პოპულარიზაცია წარმოადგენს.

ფესტივალი საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდება.