თბილისში ჭადრაკის დღეები გაიმართა 
თბილისში ჭადრაკის დღეები გაიმართა 

21-22 აპრილს, „თბილისი მოლში“ 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადასთან დაკავშირებით გიგანტურ დაფაზე სწრაფ ჭადრაკში საჩვენებელი თამაშები, ასევე ერთდროული თამაშის სეანსები გაიმართა.

ღონისძიებაში ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ნანა იოსელიანი, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე, საქართველოს ნაკრები გუნდის წევრები სალომე მელია, დავით ჯოჯუა  და ნინო ხომერიკი მონაწილეობენ.

ბათუმი საჭადრაკო ოლიმპიადას 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს და ჩვენს ქვეყანაში 189 ქვეყნის 4 ათასამდე სტუმარი ჩამოვა.