თბილისში, ბუდაპეშტის ქუჩაზე დღეიდან ორი თვის განმავლობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება
თბილისში, ბუდაპეშტის ქუჩაზე დღეიდან ორი თვის განმავლობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება

თბილისში ბუდაპეშტის ქუჩაზე დღეიდან ორი თვის განმავლობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა  აიკრძალება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბუდაპეშტის  ქუჩაზე მიმდინარე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 4 მარტიდან ორი თვის განმავლობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა  სრულად აიკრძალება ბუდაპეშტის ქუჩაზე, კერძოდ ს.კანდელაკის და ბუდაპეშტის  ქუჩების კვეთიდან ივ. ბერიტაშვილის და ბუდაპეშტის ქუჩების კვეთამდე.

ლისის ტბიდან ივ. ბერიტაშვილის ქუჩაზე ტრანსპორტით გადაადგილება მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის იქნება ნებადართული. ხოლო, ლისის ტბის მიმართულებით ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ნუცუბიძის ქუჩაზე  ვ. ჩიქოვანის ქუჩის გავლით საიდანაც გზას ივ. ბერიტაშვილის ქუჩაზე  გააგრძელებენ.