თბილისში, ბუაჩიძის ქუჩაზე ძლიერი დაკვამლიანების გამო 10 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი მოიწამლა
თბილისში, ბუაჩიძის ქუჩაზე ძლიერი დაკვამლიანების გამო 10 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი მოიწამლა

თბილისში, ბუაჩიძის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის დროს დაკვამლიანების გამო 10 ადამიანი მოიწამლა, მათ შორის სამი ბავშვი, – ამის შესახებ პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.

დაკვამლიანების შედეგად მოწამლულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დაკვამლიანება კორპუსის ზედა სართულებზე შეინიშნებოდა. მათივე ცნობით, მაშველებმა 20 ადამიანის დროულად ევაკუაცია მოახდინეს. დამწვრობა და სხეულის დაზიანება არცერთ მათგანს არ მიუღია.

ამ დროისთვის, ხანძარი ლიკვიდირებულია. დამწვარია 60 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი.

ადგილზე სამი სახანძრო და ერთი სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.