თბილისში, ბოჭორმის ქუჩის მაცხოვრებლები კორპუსთან ხეების ჭრას აპროტესტებენ
თბილისში, ბოჭორმის ქუჩის მაცხოვრებლები კორპუსთან ხეების ჭრას აპროტესტებენ

თბილისში, ბოჭორმის ქუჩის ნომერ 50/18-ის მაცხოვრებლები კორპუსის გვერდით ხეების მოჭრას აპროტესტებენ.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, კორპუსში ბინების შეძენის დროს უთხრეს, რომ ადგილს არავინ შეეხებოდა, თუმცა ახლა იქ 23 სართულიანი შენობის აშენება იგეგმება.

მერიაში აცხადებენ, რომ მოიჭრა დაავადებული ხეები, რაზეც ნებართვა გაცემული იყო.

მოსახლეობის პროტესტს სამშენებლო კომპანიაშიც პასუხობენ.  კომპანიის წარმომადგენლის თქმით, პროექტზე ყველა საჭირო თანხმობა მიღებულია. რაც შეეხება ხეებს, მოიჭრა მხოლოდ  ზეხმელი და ხმობადი ხეები, ჯანსაღი ხეები ადგილზევე გადაირგვება, ასევე დაირგვება ახალი მცენარეები.