თბილისში, უსტიციის უმაღლესი საბჭოს მხარდაჭერით, ბიზნესსამართლის ყოველწლიური ფორუმი გაიხსნა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ღონისძიებაზე სხვადასხვა სამართლებრივი პრობლემური საკითხები განიხილება, როგორებიცაა: საბანკო, შრომისა და ვალდებულებითი სამართლის საკითხები.
ღონისძიებას, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები წარუძღვებიან.
ფორუმში მონაწილეობენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები, პრაქტიკოსი იურისტები და სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები.