თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მოზარდს ავტომანქანა დაეჯახა

14:50, 29.06.2018

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ავტომანქანა მოზარდს დაეჯახა.

როგორც პირველ არხს თვითმხილველებმა განუცხადეს, ავარიის შედეგად მოზარდმა გონება დაკარგა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

უწყების ცნობით, ავტომობილის მძღოლს შემთხვევის ადგილი არ დაუტოვებია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

მსგავსი