თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

​გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელის მიხედვითაც, ერთ-ერთი სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე მოქალაქე სავარაუდოდ უცხოეთის მოქალაქეებს დაუპირისპირდა და სტადიონიდან გააძევა.