თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე დაპირისპირებისას ერთი ადამიანი დაშავდა
თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე დაპირისპირებისას ერთი ადამიანი დაშავდა

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე დაპირისპირება მოხდა. როგორც საქართველოს პირველ არხს თვითმხილველებმა განუცხადეს, დაპირისპირება ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, რამდენიმე პირს შორის მოხდა. დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც ღუდუშაურის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც კლინიკაში განაცხადეს, დაშავებულს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.