თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

17:49, 03.03.2018

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

მსგავსი